მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

ანა დოლიძე განმარტავს, თუ რა პროცედურას გამოიყენებს სტრასბურგის სასამართლო და რას ითვალისწინებს 39-ე მუხლი.

დოლიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლო დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

„შეგახსენებთ ჩვენ ვთვლით, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გასამართლდეს, ოღონდ სწორად სამართლიანი სასამართლოს მეშვეობით. ამაზე წარვადგინე ჩვენი ინიციატივა ჰიბრიდული სასამართლოს შესახებ. იმასაც ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი ღარიბაშვილს არ აქვს გააზრებული რასთან აქვს საქმე. საერთოდ არ ვანდობ მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, როგორი სიტუაციაც არის შექმნილი დღეს.

სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი პირობები და საერთოდ მისი სიცოცხლე. ამ ორი პოლუსიდან ჩვენ სიმართლე არ ვიცით, ჩვენ მივეკუთვნებით ალტერნატივას და არცერთ პოლუსს არ მივეკუთვნებით. სიმართლე სად არის არ ვიცით. ერთი პოლუსი გაიძახის, რომ პრობლემა არ არის და იყოს ციხის საავადმყოფოში, ხოლო მეორე პოლუსი გაიძახის, რომ ის უნდა გათავისუფლდეს.

ამიტომ, ჩვენ როგორც გონივრული ალტერნატივა მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილის ადვოკატებს გააკეთოს შემდეგი რამ. გამოიყენოს სტრასბურგის პროცედურა 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი დროებითი ღონისძიება. ერთხელ ეს არის უკვე გამოყენებული. რა არის მისი აზრი? სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას გადაიყვანონ თუ არა ის სამოქალაქო საავადმყოფოში.

ეს ღონისძიება 39-ე მუხლით სწორედ მაგას ემსახურება. ამასობაში რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, სასწრაფოდ წავიდეს განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს თუ საჭიროა შესაბამისად შესწავლის შედეგად ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში.

ეს არის სიმართლის დადგენის გზა, ეს არის სამართლიანად ამ საკითხის გადაწყვეტის გზა და სახელმწიფო ინტერესიდან ამ საკითხის გადაწყვეტის გზა. არცერთ მხარეს ამ თემით მანიპულირების საშუალებას არ მივცემთ“, - აცხადებს ანა დოლიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს