მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“ - ენტონი ფაუჩი

ენტონი ფაუჩი
1630769155
COVID-19

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სამმა დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“,- ამის შესახებ აშშ-ს ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. მალე მოსალოდნელია, რომ აშშ ოფიციალურად გაააქტიურებს ვაქცინის ბუსტერულ დოზას. ინფორმაციას Business Standard-ი ავრცელებს.

„იყო საფუძველი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მესამე დოზა „რეალურად გამძლე იქნება“ და სავარაუდოდ სამი დოზის რეჟიმი გვექნება. საბოლოო ჯამში, შეერთებული შტატების FDA–ს გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა ამერიკელები კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზას. რაღაც მომენტში, ჩვენ გვექნება საშუალება გითხრათ, ვის სჭირდება ვაქცინის დამატებითი დოზა და ვის არა,“- აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ასევე, დაასახელა ისრაელზე დაფუძნებული ორი კვლევა, რომლებმაც აჩვენა ინფექციების შემცირება იმ ადამიანებში, ვინც ვაქცინის მესამე, ანუ გამაძლიერებელი დოზა მიიღო.

აშშ-ის წამლების და სურსათის სააგენტომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ წარმომადგენლობას გადაუდებელი გამოყენების ნაცვლად საბოლოო ლიცენზირება მისცა.

იმავდროულად, ორივე ამერიკელმა ვაქცინის მწარმოებელმა „მოდერნამ“ და „ფაიზერმა“ მიმართეს FDA–ს მესამე დოზის ნებართვისთვის, მას შემდეგ რაც, მეორე დოზის მიღებიდან გავა ექვსი ან რვა თვე.

აშშ-ში დოზის გაზრდის რეკომენდაცია, სავარაუდოდ, შეიძლება 20 სექტემბრიდან დაიწყოს.

ინფორმაციისთვის, მსოფლიოში კოვიდ 19-ით 220 მლნ-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული (220,651,402)

4 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსს 4,567,493 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 197 მილიონზე მეტია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„არსებობს „გონივრული შანსი“, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინებმა 12 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისათვის ნებართვა მიიღონ“ - ენტონი ფაუჩი

✅„ადამიანებს ნუ დავაპანიკებთ, რომ „არაფერი გიცავს, გამოიკეტეო,“ ზოგადად კოვიდი არ იწვევს „უცებ სიკვდილს“ - იაგო ფრანგიშვილი

✅რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაცია და რამდენად მოთხოვნადია მოსახლეობაში?