მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ადამიანებს ნუ დავაპანიკებთ, რომ „არაფერი გიცავს, გამოიკეტეო,“ ზოგადად კოვიდი არ იწვევს „უცებ სიკვდილს“ - იაგო ფრანგიშვილი

იაგო ფრანგიშვილი
1630762106
COVID-19

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს ვრცლად კორონავირუსის მკურნალობის პერიოდში დაშვებულ შეცდომებზე და საუბრობს ვირუსით რეინფიცირების კრიტერიუმების შესახებ.

ის აღნიშნავს, რომ ძალიან ბევრი ახალი კითხვა დაგროვდა კორონავირუსის ირგვლივ პირველი კი არის, COVID 19-ით რეინფიცირების შემთხვევა.

„გერმანიის წამყვანი ინფექციური სახელმწიფო ინსტიტუცია, რობერტ კოხის ინსტიტუტი ასე განსაზღვრავს რეინფექციის ანუ მეორედ კორონათი ინფექციის აუცილებელ კრიტერიუმებს:

1 . უნდა არსებობდეს ძველი ვირუსის გენეტიკური სექვენსები ანუ გენომი;

2 . უნდა განისაზღვროს ახალი ვირუსის გენომი;

3 . თუ ისინი არ ემთხვევა ერთმანეთს, არის ახალი კოვიდ ინფექცია;

არც თუ იშვიათია დადებითი კოვიდ ტესტი ამ კრიტერიუმების გარეშე. ასეთ შემთხვევაში ადამიანს პრობლემა არ აქვს ხოლმე.

არც ახალი ინფექციის დადასტურებისას არის მძიმე შემთხვევები, თუკი ადამიანი არაა მაღალი რისკის ჯგუფის.
დაახლოებით 0,6%-ში არის ახალი კოვიდინფექცია და თუ ამ რიცხვს გამოვაკლებთ მძიმე ქრონიკულ პაციენტებს და მხოლოდ საშუალო და ნაკლები რისკისას დავტოვებთ, მეორედ კოვიდ ინფექცია 0,15%-მდეა.

კიდევ ერთხელ, ამ მსუბუქ თანადაავადებების პაციენტებში მძიმე გართულების გარეშეა. მე პირადად ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია გითხრათ მაგალითი 70 წლის საკმაოდ ჯანმრთელი მამაკაცს 2020 წლის ივნისში, იმ დროს რახან ბელგიის შტამზე იყო საუბარი, გაუკეთდა ძვირად ღირებული გენეტიკური კვლევა ვირუსის გენომის.

2020 წლის ივლისში იყო უარყოფითი ამის შემდეგ ხან დადებითი იყო და ხან უარყოფითი ვირუსი. იგივე 2021 წლის იანვარში, პირველი კოვიდ ინფიცირებიდან 7 თვის მერე გაუკეთდა „ფაიზერის“ ერთი დოზა.
1 კვირის მერე აღმოჩნდა კოვიდ დადებითი, მერე ისევ უარყოფითი. ვირუსი იყო იდენტური.

ახლა, სექტემბრის დასაწყისში, იმის გამო რომ ბოლო დადებითი ტესტიდან გავიდა 6 თვე და აცრა სურდა, გაუკეთდა ანალიზი და არის ისევ დადებითი, ისევ იგივე შტამით.

ახლა ალბათ იკითხავთ, თუ რას ვერჩით ამ კაცს, რომ ასე ხშირად ვტესტავთ? ორი მიზეზია: პირველია მისი პანიკა
ნებისმიერ დაცემინებაზე ტესტირება სურს.
მეორე ისაა, რომ მეუღლე და ოჯახის კიდევ 2 წევრი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს.

ახლა კოვიდ დადებითობასთან ერთად დაუდგინდა „ინფლუენცაც“. 15 წელია იცრებოდა გრიპზე და შარშან არ ავცერით კოვიდის გამო. კლინიკურად უპრობლემოა. მოკლედ, მეორედ კოვიდით ინფიცირება დასაბუთებას საჭიროებს.

ეს შემთხვევა არაა „ლონგ კოვიდ სინდრომი“ სადაც პაციენტს აქვს უარყოფითი პასუხი ვირუსზე და თვეების მერეც აქვს კლინიკური პრობლემები და ჩივილები.

მოკლედ, ყველაფერს უნდა დიფერენცირება და ადამიანებს ნუ დავაპანიკებთ იმით, რომ „არაფერი გიცავს, გამოიკეტეო.“
დიდი კითხვების კორიანტელია „ავიცერი და ერთ კვირაში კოვიდი დამემართა და აი ხომ ვამბობდი.....,,
და ასე შემდეგ.

დიახ, ნებისმიერი აცრა, იქნება ეს კოვიდი თუ „ინფლუენცა“ თუ ჩუტყვავილა ან ცოფი, იწვევს იმუნური სისტემის გადართვას ამ ახალი ვაქცინის შესაბამის ანტისხეულების წარმოებაზე და ამიტომაც ადამიანი ერთიდან - ორ კვირამდე არის ინფექციების მიმართ მგრძნობიარე.

ამიტომაც აიცერი და საკუთარ დაპლასტირებულ მკლავს აჩვენებ საახლობლოს და გადაეშვები „თავისუფალ ცხოვრებაში“ არაა ასე, ერთი კვირა მაინც უნდა დაიცვა ჰიგიენის უფრო მკაცრი წესები, ვიდრე ადრე“, - განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.

მისი თქმით, ერთხელ აცრილიც კი არის მძიმე გართულებისაგან დაცული, ექიმი აღნიშნავს, რომ ასეთ ადამიანებს უნდა მოეშვას ეგრეთ წოდებული ჯანდაცვა, ასეთი ადამიანების „გაჰოსპიტალებას“ უნდა მოეღოს ბოლო.

„ზოგადად კოვიდი არ იწვევს „უცებ სიკვდილს“ ამას იწვევს კოვიდის გამო იზოლირება და უმოძრაობა თრომბოემბოლიური გართულების და მისი არ მიხედვის გამო.

ადამიანების დაპანიკება იწვევს იმ საშინელებას, რაც საქართველოში ხდება. 38 სიცხით და ხველით იძახებენ სასწრაფო დახმარებას და სურთ ჰოსპიტალიზაცია. ამ მდგომარეობაში და დაპანიკებულნი, წნევაარეულნი იზომავენ პერიფერიულად თითზე სატურაციას და კიდევ უფრო პანიკდებიან.

აბსოლუტურად გადაჭრით უნდა ითქვას, რომ კოვიდ ინფიცირებულის ჯანმრთელობის გართულება არაა მყისიერი და არის საკმაოზე დიდი დრო რეაგირებისათვის. საავადმყოფო და მობილიზება არის დიდი რისკი საშუალო სიმძიმის კოვიდის მიმდინარეობისას.

ნაადრევი სისტემური სტეროიდებიც ასევეა. არსებობს ინჰალატიური, აეროზოლი სტეროიდები და თუკი ძალიან მშრალი ხველაა სუნთქვის პრობლემატიკით, ჯერ იმის გამოყენება ჯობია და ბოლოს კი, როგორმე უნდა მოხდეს „სასწაული“ უნდა შეიგნონ მათ, ვისაც ეს ეხება, რომ ჭარბწონიანი პაციენტის მუცელზე წოლა და ცეპაპის თუ ბიპაპის აპარატით სუნთქვითი ვარჯიშები არის უხშირესად კონტრპროდუქტიული.

მუცელი აწვება დიაფრაგმას, ხდება ხელოვნურად სისხლის მიმოქცევის მარჯვენა წრეში შეგუბება, ფილტვის არტერიის წნევის გაზრდა და ადამიანის კიდევ უფრო დაპანიკება, სუნთქვის აპარატის და გულის კიდევ უფრო გადატვირთვა. ამიტომაც, იქნება და სცადოთ, რომ ჭარბწონიანი დასვათ, ფეხები დაბლა, იდაყვები მაღალი სკამის საზურგეზე და ასე ავარჯიშოთ იმ სუნთქვის დამხმარე აპარატურით. ყველას, აბსოლუტურად ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას არამარტო ფიზიკურად, არამედ ჯანმრთელ და ლოგიკურ განსჯას“, - წერს იაგო ფრანგიშვილი.

იხილეთ აგრეთვე:

✅რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს 12 წელზე უფროსი მოზარდების ვაქცინაცია და რამდენად მოთხოვნადია მოსახლეობაში?

✅„ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“ - ზაზა წერეთელი

✅„სრულიად ჯანმრთელი ადამიანები შესაძლოა, კოვიდის სასიკვდილო ფორმით დაავადდნენ“ - ზურაბ გურული