მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის წამლების სააგენტომ 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში „მოდერნას“ გამოყენების ნებართვა გასცა

ზაზა წერეთელი
1627299477
COVID-19

„ევროპის წამლების სააგენტოს (EMA)–ს ადამიანის წამლების კომიტეტმა (CHMP) რეკომენდაცია მისცა COVID 19-ის ვაქცინის Spikevax (ადრე COVID-19 ვაქცინა - მოდერნას) გამოყენებას 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში. ვაქცინა უკვე ნებადართულია 18 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენებისათვის“, - აღნიშნულის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, „Spikevax/მოდერნა“ ვაქცინის გამოყენება 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ისეთივე იქნება, როგორც 18 და ზემოთ ასაკის ადამიანებში. ეს ხდება ორი ინექციის სახით მკლავის კუნთებში, ოთხი კვირის ინტერვალით.

„Spikevax– ის მოქმედებები შეფასდა იმ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 12–დან 17 წლამდე 3,732 ბავშვმა. ეს მიმდინარე კვლევა ტარდება Spikevax–ის პედიატრიული გამოკვლევის გეგმის (PIP) შესაბამისად, რომელიც შეთანხმებულია EMA–ს პედიატრიულ კომიტეტთან (PDCO)

კვლევამ აჩვენა, რომ Spikevax–მა 12–დან 17 წლამდე ასაკის პირებს ანტისხეულების ანალოგიური რეაქცია მისცა 18–დან 25 წლამდე ასაკის მოზრდილებში (SARS-CoV-2– ის საწინააღმდეგო ანტისხეულების დონის მიხედვით)

გარდა ამისა, ვაქცინის 2,163 ბავშვიდან არცერთს არ განუვითარდა COVID-19, შედარებისთის 1,073 ბავშვიდან, ვისაც პლაცებო ინექცია ჩაუტარდა, 4 დაემართა კოვიდი. ამ შედეგებმა CHMP– ს მისცა დასკვნის გაკეთება, რომ Spikevax–ის ეფექტურობა 12–დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში მოზრდილების მსგავსია.

12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები მსგავსია 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში დაფიქსირებული გვერდითი მოვლენებისა.

მათ შორისაა ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილზე, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, გაფართოებული ლიმფური კვანძები, შემცივნება, გულისრევა, პირღებინება და ცხელება. ეს ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქი ან საშუალოა და უმჯობესდება ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო 1 665 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 404 023-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 714 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 374 753 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 6.52 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.73 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.44 %-ია.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ფაიზერის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებული პირების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება

📣„მოდერნას“ვაქცინა ეფექტურია 12–დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში - The New York Times

📣„დელტა შტამს გავუღეთ კარი და ვუთხარი, აი, მობრძანდი“ - ზაზა წერეთელი

📣ყველაფერი, რაც ჩინური ვაქცინის „სინოფარმის“ შესახებ ვიცით