მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 220 მლნ-ს აჭარბებს

კორონავირუსი
1630736291
COVID-19

220 მლნ-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა (220,651,402) ასეთია worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კოვიდ 19-ით არიან ინფიცირებული.

ამავე მონაცემების მიხედვით, ყოველდღიურად იზრდება ვირუსისგან გარდაცვლილ პირთა რიცხვით. 4 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსს 4,567,493 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 197 მილიონზე მეტია.

Covid 19-ის სტატისტიკა გავრცელების კუთხით კვლავ მზარდია:

👉 აშშ -40,703,674

👉 ინდოეთი - 32,945,907

👉 ბრაზილია - 20,856,060

👉 რუსეთი - 6,975,174

👉 საფრანგეთი - 6,812,706

👉 დიდი ბრიტანეთი -6 ,904,969

👉 თურქეთი - 6,458,630

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

✅„ახალი მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ COVID-19 ორსულებში ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის“ - ზაზა წერეთელი

✅შესაძლებელია თუ არა კოვიდვაქცინით აცრილმა სხვა ვაქცინა გაიკეთოს - კულუმბეგოვის განმარტება