მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების შერევა „მოდერნასთან“ უკეთეს იმუნურ პასუხს იძლევა“ - დიდი ბრიტანეთის კვლევა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა საჭირო არ არის
1638964103
COVID-19

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „მოდერნას“ ვაქცინასთან კომბინაცია უკეთეს იმუნურ პასუხს უზრუნველყოფს.

ადამიანებს, რომელთაც 9 კვირის შემდეგ მეორე დოზად „მოდერნას“ ვაქცინა გაიკეთეს,  უკეთესი იმუნური პასუხი გამოუმუშავდათ.

„მართლაც კარგი იმუნური პასუხი დავაფიქსირეთ. ფაქტობრივად, უფრო მაღალია, ვიდრე Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის ორი დოზით დადგენილი ზღვარი. ვფიქრობ, ამ კვლევის მონაცემები განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული იქნება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, მეთიუ სნეიპმა.

თუ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ დოზას „მოდერნას“ ან „ნოვავაქსის“ვაქცინების მეორე დოზა მოჰყვება, ანტისხეულებისა და T - უჯრედების უფრო მაღალი პასუხი ფიქსირდება, ვიდრე  „ასტრაზენეკას“ვაქცინის ორი დოზის შემთხვევაში.

1070 მოხალისეზე ჩატარებულმა კვლევამ, ასევე, დაადგინა, რომ „ფაიზერის“ (PFE.N) , (22UAy.DE) ვაქცინის დოზა, რომელსაც მოჰყვა „მოდერნას“(MRNA.O) ინექცია უკეთესი იყო, ვიდრე სტანდარტული „ფაიზერის“ კურსის ორი დოზა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, აღნიშნული ვაქცინების კომბინაციის დროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ დაფიქსირებულა.

CDC-ის ამჟამინდელი რეკომენდაციების თანახმად, ამერიკელებს შეუძლიათ შეურიონ და შეუთავსონ ვაქცინები გამაძლიერებელი აცრების მიღებისას.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსი არ არის ის ინფექცია, რომელიც მყარ იმუნიტეტს იძლევა“ - მაია ბუწაშვილი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

⚫ „გრიპის შემთხვევები წელს გაცილებით მეტი იქნება“ - ივანე ჩხაიძე

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

⚫ „სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს“ - ჰანს კლუგე

⚫ „უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება“ - თენგიზ ცერცვაძე