მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი
1638810327
COVID-19

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ წერს. 

ნანა გეგეჭკორის თქმით, ახალი ვარიანტი დაავადების მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა.

„ომიკრონზე“ ყოველდღიურად ახალი ცოდნა გროვდება. პირველადი მონაცემებით დაავადების მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა. ჯერჯერობით სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს. კოვიდ გადატანილებში დაინფიცირების ალბათობა, როგორც პირველადი მონაცემებიდან ირკვევა, არის საკმაოდ მაღალი. თავს გაუფრთხილდით“, - წერს ნანა გეგეჭკორი. 

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი