მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს“ - ჰანს კლუგე

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი
1638883124
COVID-19

„კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.

ევროპის სულ უფრო მეტი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, კამათობენ იმაზე, გახადონ თუ არა COVID-19 ვაქცინები სავალდებულო მას შემდეგ, რაც ავსტრიამ ნოემბერში გამოაცხადა, რომ მომავალი წლის 1-ლი თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

„ვაქცინაციის შესახებ მანდატები უკანასკნელი საშუალება უნდა იყოს, რომელიც გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაქცინაციის გაუმჯობესების ყველა სხვა შესაძლო ვარიანტი ამოწურულია“, - აცხადებს ჰანს კლუგე. 

კლუგეს თქმით, ის, რაც მისაღებია ერთ საზოგადოებაში, შეიძლება არ იყოს ეფექტური და მისაღები მეორეში.

ინდონეზიამ, მიკრონეზიამ და თურქმენეთმა, ასევე, გახადეს სავალდებულო ვაქცინაცია ყველა ზრდასრული ადამიანისათვის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „კორონავირუსი არ არის ის ინფექცია, რომელიც მყარ იმუნიტეტს იძლევა“ - მაია ბუწაშვილი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

⚫ „გრიპის შემთხვევები წელს გაცილებით მეტი იქნება“ - ივანე ჩხაიძე

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი