მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება“ - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური კლინიკის დირექტორი, 2020
1638519230
COVID-19

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის და მონოკლინური ანტისხეულების შესახებ ისაუბრა. 

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თქმით, რამდენიმე კვირა არის საჭირო იმის დასადგენად თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი.

„ვერ გეტყვით, რომ „ომიკრონი“ უფრო საშიშია. არ ვეთანხმები იმ გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი, ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია. წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონი“ ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე დელტა. სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე დელტა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჯერჯერობით, ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაიცავენ ამ შტამისგანაც. თუმცა ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ამ საკითხს სწავლობენ და უკვე შეუდგნენ მუშაობას ვაქცინების მოდიფიკაციაზე. თუ აღმოჩნდება, რომ ახალ შტამში მუტაციები ზუსტად იმ უბნებშია, რომელიც ვაქცინის სამიზნე იყო და ვაქცინა ეფექტიანად ვერ დაიცავს, მაშინ ისინი პირობას დებენ რომ 6 კვირაში - მაქსიმუმ 100 დღეში დადებენ ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებული იქნება ამ მოდიფიკაციაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ცერცვაძის თქმით, მედიკამენტების მხრივ არსებობს რისკი, რომ „ომიკრონთან“ ბრძოლაში მონოკლინური ანტისხეულები ნაკლებად ეფექტიანი იქნება, რადგან ეს პრეპარატი სპაიკ-ცილების გასანეიტრალებლად არის მიმართული, რომლებშიც ფიქსირდება მუტაციები. 

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გეგმურად და მიზანდასახულად ის, რასაც აქამდეც ვაკეთებდით და ამას დაემატოს საკარანტინო ღონისძიებები იმ ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე, სადაც „ომიკრონი“ ყველაზე მეტად არის გავრცელებული. თუმცა, ეს დროებითი ზომაა. იმიტომ, რომ თუ ეს შტამი ევროპის ყველა ქვეყანაში და აშშ-ში გავრცელდა, საკარანტინო ღონისძიებების ყველას მიმართ განხორციელება შეუძლებელი იქნება. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ თუ ეს შტამი ყველგან გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სულაც არ არის ტრაგედია. დაცვის უნივერსალური საშუალება, პირველ რიგში, არის პირბადე, რაც 100%-ში იცავს, როგორც დელტა, ისე ახალი და ნებისმიერი შტამისგან“, - აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, პანდემიის დამთავრება მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც სამედიცინო არსენალში ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები გამოჩნდება.

„ვიდრე ასეთი მედიკამენტები არ იქნება, მარტო ვაქცინაციით პანდემია ვერ დასრულდება. თუნდაც იმიტომ, რომ მთლიანი მოსახლეობა ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იქნება ვაქცინირებული. თან, ვაქცინა 100%-ით მაინც არ იცავს. ამიტომ, კომბინირებულად უნდა იქნეს გამოყენებული ვაქცინები და ახალი მედიკამენტები. ამ ახალი ანტივირუსული მედიკამენტებიდან, დღემდე, გვქონდა მხოლოდ „რემდესივირი“, რომელიც ძალიან კარგი მედიკამენტია “, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC