მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გრიპის შემთხვევები წელს გაცილებით მეტი იქნება“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1638816088
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ და იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედის“ ეთერში ახალი ვარიანტის შესახებ ისაუბრეს. 

ექიმების თქმით, ახალი ვარიანტი ინფიცირებული ადამიანების ზრდას გამოიწვევს. 

„ინფორმაცია, არის თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ უფრო მეტად საშიში, ვიდრე - „დელტა“, ჯერჯერობით არ გვაქვს. არც ის არის ცნობილი, მოქმედებენ თუ არა ვაქცინები უფრო ნაკლებად „ომიკრონზე“. წელს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება და მზადება ამ პერიოდისთვის, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ვაქცინაციას გულისხმობს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დევი ტაბიძის თქმით, აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის კიდევ უფრო მეტად გაზრდა. 

„ჩვენ ჯერჯერობით ვერ გავუმკლავდით ბოლომდე დელტა ვარიანტს ახალ კიდევ ახალი ვარიანტი  დაგვემატება. მათი შეჭიდულობა კი  უფრო მეტ სირთულეს გამოიწვევს“, - აცხადებს დევი ტაბიძე. 

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი