მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინირებულებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1638959458
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ჩატარებულ კვლევაზე ისაუბრა, რომელიც პოსტკოვიდურ გართულებებს ეხება. 

მისი თქმით, აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

„იმისთვის, რომ ჩვენი იმუნური სისტემა იყოს ძლიერი, ყოველი 5 თვის შემდეგ უნდა გავიკეთოთ ბუსტერი. ბუსტერით ჩვენ ვირუსს არ მივცემთ საშუალებას განვითარების. ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა ერთი რამ, ადამიანები ვინც არიან ვაქცინირებულები, მაგრამ დაინფიცირდნენ, ამ ადამიანებში პოსტკოვიდური მდგომარეობა 50%-ით მცირდება. ეს არის უდიდესი ახალი ამბავი.

ჩვენ ვიცით, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა არის ის რთული პროცესი, რომელსაც ადამიანები გადიან კოვიდის შემდეგ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აცრა არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ პოსტკოვიდური მდგომარეობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ეს არის ურთულესი მდგომარეობა, რომელიც 200-მდე სხვადასხვა ტიპის სიმპტომს უტოვებს ადამიანს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი მეგობრების უფლებებს“, - აცხადებს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსი არ არის ის ინფექცია, რომელიც მყარ იმუნიტეტს იძლევა“ - მაია ბუწაშვილი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

⚫ „გრიპის შემთხვევები წელს გაცილებით მეტი იქნება“ - ივანე ჩხაიძე

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

⚫ „სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს“ - ჰანს კლუგე

⚫ „უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ საქართველოშიც გავრცელდება“ - თენგიზ ცერცვაძე