მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალკოჰოლური სასმელების მიღების შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა და 60 დაავადდა - შემთხვევა ინდოეთში

გარდაცვალება ალკოჰოლის მიღების შემდეგ

დასავლეთ ინდოეთში ალკოჰოლური სასმელების მიღების შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 60 პირი დაავადდა. მათი გადაყვანა რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

მთავრობის მაღალჩინოსანმა მუკეშ პარმარმა თქვა, რომ მოქალაქეები გარდაიცვალნენ გუჯარათის შტატის ორ რაიონში, იქ სადაც აკრძალულია ალკოჰოლის წარმოება, მოხმარება და გაყიდვა. 

ამერიკული მედია წერს, რომ ამ ეტაპზე უცნობია თუ რა ტექნოლოგიით მოხდა ალკოჰოლის წარმოება. გუჯარათის შტატის პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი ბუტლეგერი, რომლებიც ალკოჰოლური სასმელებს ყიდდნენ. 

უცხოური მედია წერს, რომ არალეგალურად წარმოებული ალკოჰოლით გარდაცვალების ხშირი ფაქტები ფიქსირდება ინდოეთში. არალეგალური ლიქიორი უაღრესად მოგებიანი ინდუსტრია გახდა მთელ ინდოეთში,  ბუტლეგერები გადასახადებს არ იხდიან. 

2020 წელს ინდოეთის ჩრდილოეთ პენჯაბის შტატში სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა არალეგალური ალკოჰოლური სასმელის მიღების შედეგად. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖ გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთმა თავისი საწყობები 80%-ით შეავსო - პეტრ ფიალა

➖  რომის პაპის ისტორიული ბოდიში - პაპი ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც კათოლიკური ეკლესიის სისტემა ძალადობრივად შეეხო

➖ პითონმა ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში

➖ კოვიდინფიცირებული ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს

➖ „ვერ გადავრჩები“ - რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი დააკავეს

➖ შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც - შემთხვევა კანადაში