მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რომის პაპის ისტორიული ბოდიში - პაპი ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც კათოლიკური ეკლესიის სისტემა ძალადობრივად შეეხო

რომის პაპი ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ ბოდიში მოიხადა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

ამერიკული მედიის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ საზოგადოებას კანადის პანსიონებში ადგილობრივი ბავშვების მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის ბოდიში მოუხდა. ძალადობაში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

„მე აქ იმიტომ ვარ, რომ პატიება გთხოვოთ. აქ ვარ იმიტომ, რომ გითხრათ, ღრმად ვწუხვარ. ბოდიშს გიხდით იმ გზებისთვის, რომლითაც, სამწუხაროდ, ბევრმა ქრისტიანმა მხარი დაუჭირა იმ ძალების მენტალიტეტს, რომლებიც ძირძველ ხალხს ჩაგრავდნენ. მე თავმდაბლად ვითხოვ პატიებას იმ ბოროტებისთვის, რაც ჩადენილია ამდენი ქრისტიანის“, - აღნიშნა რომის პაპმა. 

შეგახსენებთ, 1800-იანი წლებიდან დაწყებული ათასობით ბავშვი საკუთარი სახლებიდან წაიყვანეს და მოათავსეს ეგრეთ წოდებულ საცხოვრებელ სკოლებში, რომლებსაც კათოლიკური ეკლესია მართავდა. ბავშვებზე ფიზიკურადაც ძალადობდნენ და სჯიდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ მშობლიურ ენაზე ისაუბრებდნენ.

რომის პაპმა თქვა, რომ ბოდიშის მოხდა მხოლოდ საწყისი წერტილია. 

„ძვირფასო ძმებო და დებო, ბევრმა თქვენგანმა განაცხადეთ, რომ შეწყალების თხოვნა არ არის საქმის დასასრული. მე სრულად ვეთანხმები: ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, საწყისი წერტილი“, - აღნიშნა რომის პაპმა და დასძინა, „ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება წარსულში მომხდარი ფაქტების სერიოზული გამოძიების ჩატარება და გადარჩენილების დახმარება, რომ განიკურნონ იმ ტრავმებისგან, რაც მათ წარსულში მიაყენეს“. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

პითონმა ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში

კოვიდინფიცირებული ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს

„ვერ გადავრჩები“ - რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი დააკავეს

შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც - შემთხვევა კანადაში