მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც - შემთხვევა კანადაში

მკვლელობა კანადაში

კანადის პოლიციის განცხადებით შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. 

მედიასაშუალება სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, რომ სროლაში ეჭვმიტანილი ადგილზევე მოკლეს. ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე უსახლკარო ადამიანები იყვნენ.

ეჭვმიტანილის და მისი მსხვერპლის იდენტიფიცირება საჯაროდ არ მოხდება, სანამ პოლიცია დაღუპულების ოჯახის წევრებს არ შეატყობინებს. 

მკვლელობების საგამოძიებო ჯგუფის სპიკერმა სერჟანტმა დევიდ ლიმ განაცხადა, რომ ინციდენტების სერია შუაღამისას დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.

მისი თქმით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა მოტივებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ქალის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო მამაკაცს დაზიანება ფეხის არეში აქვს.