მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კოვიდინფიცირებული ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

ექიმის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი თითქმის გამოჯანმრთელებულია. 

„მისი პულსი, არტერიული წნევა, სუნთქვის სიხშირე და ტემპერატურა აბსოლუტურად ნორმალური რჩება. მისი ფილტვები სუფთა და ჯანმრთელია“, - ამბობს პრეზიდენტის ექიმ ბაიდენის ექიმი კევინ ო'კონორი. 

აღსანიშნავია, რომ 79 წლის პრეზიდენტის სრულად არის ვაქცინირებული. მას კოვიდვაქცინის ბუსტერდოზებიც აქვს გაკეთებული. ბაიდენი გააგრძელებს მუშაობას თეთრი სახლის რეზიდენციიდან იქამდე სანამ მისი პასუხი კოვიდ ტესტზე უარყოფითი იქნება. 

ამერიკული მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ომიკრონის BA.5 ქვევარიანტით არის ინფიცირებული. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პითონმა ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში

👉 ოკუპანტები ორ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისთვის ემზადებიან - „ომის შესწავლის ინსტიტუტი“

👉 გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის დადასტურებული რაოდენობა გამოაცხადა

👉 რუსმა აგრესორებმა ხარკოვი კვლავ დაბომბეს - უკრაინული მხარე