მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვერ გადავრჩები“ - რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი დააკავეს

რუსი ოპოზიციონბერი ლეონიდ გოზმანი

რუსეთის ხელისუფლებამ ლიბერალი პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი დააკავა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

„ეიბისის ნიუსის“ ცნობით, 72 წლის ოპოზიციონერი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საზღვარგარეთიდან მოსკოვში დაბრუნდა. 

გოზმანს ბრალი ედება კანონის დარღვევაში, რომელიც ავალდებულებს რუსეთის მოქალაქეებს შეატყობინონ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ოპოზიციონერი დაასახელა როგორც უცხოეთზე მომუშავე აგენტი. 

დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, გოზმანს შეიძლება მიესაჯა ჯარიმა ან საზოგადოებრივი სამუშაო.

„72 წლის ვარ. რუსეთის ციხე ჩემი ასაკისთვის შეუსაბამოა, ვერ გადავრჩები“, - თქვა ოპოზიციონერმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კოვიდინფიცირებული ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს

👉 პითონმა ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში

👉 ოკუპანტები ორ რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევისთვის ემზადებიან - „ომის შესწავლის ინსტიტუტი“

👉 გაერომ უკრაინაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის დადასტურებული რაოდენობა გამოაცხადა

👉 რუსმა აგრესორებმა ხარკოვი კვლავ დაბომბეს - უკრაინული მხარე