მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქორწინების გარეშე სექსი ინდონეზიაში, სავარაუდოდ 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება

ქორწინების გარეშე სექსი ინდონეზიაში 1 წლამდე პატიმრობით დაისჯება

სავარაუდოდ, ინდონეზია სისხლის სამართლის კოდექსში ყოვლისმომცველი ცვლილებების რატიფიცირებას მოახდენს. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს. 

აღნიშნული ცვლილებით, ქორწინების გარეშე სექსი სავარაუდოდ, ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. 

ამასთან, კოდექსში შესატან ცვლილებებში საუბარია პრეზიდენტის შეურაცხყოფასა და ეროვნული იდეოლოგიის საწინააღმდეგო შეხედულების გამოხატვის აკრძალვაზეც. 

წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ თქვა, რომ პლენარული სხდომა ახალი კოდექსის რატიფიცირებისთვის ემზადება. 

მედიასაშუალების ინფორმაციით, ქორწინების გარეშე სექსსა და თანაცხოვრებაზე ჩივილების შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ ახლო ნათესავებს მეუღლეს, მშობელს ან შვილს შეუძლიათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ბოლო 24 საათში ლიკვიდირებულია 540 დამპყრობელი, ჯამში „კობზონის კონცერტზე“ უკრაინელებმა 91 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი გაგზავნეს

➖ დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ცოტა ხნის წინ საპირისპირო დავინახეთ - ენტონი ბლინკენი რუსეთზე

➖  პუტინთან ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კონტაქტს, იზოლაცია ყველაზე ცუდია - მაკრონი

➖ მაკრონი - პუტინმა ომის დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს

➖ ელენე ხოშტარია - ერი მთავრობას ეხვეწებოდა იგლოვეო, მთავრობაში ხალხი იყოფოდა ასე: „არ ვიტყვი, არ დაუვალებიათ“

➖ ალა პუგაჩოვა უკრაინის დასახმარებლად საკუთარი სახლის დათვალიერების მსურველებისთვის ექსკურსიის ბილეთებს ყიდის (ფოტოები)