მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინთან ყოველთვის ვინარჩუნებ უშუალო კონტაქტს, იზოლაცია ყველაზე ცუდია - მაკრონი

ემანუელ მაკრონი, ვლადიმერ პუტინი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ღია დიალოგის შენარჩუნების აუცილებლობის მომხრეა. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ყოველთვის ვინარჩუნებ რეგულარულ დისკუსიებს და პირდაპირ კონტაქტს პრეზიდენტ პუტინთან, იზოლაცია ყველაზე ცუდი რამ არის, განსაკუთრებით ასეთი ლიდერისთვის“, - თქვა მაკრონმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულების სამხედრო გზას ვერ ხედავს.

„უკრაინელების გადასაწყვეტია, მაგრამ გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა მოლაპარაკებებია“, - თქვა მან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ დიპლომატიას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩვენ ცოტა ხნის წინ საპირისპირო დავინახეთ - ენტონი ბლინკენი რუსეთზე

✔️ მსოფლიოში იარაღის გაყიდვები მე-7 წელია იზრდება - სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი