მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთისთვის უკრაინასთან ომის შესახებ ფიქრიც კი მიუღებელია - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსკოვისთვის მიუღებელია ფიქრიც კი უკრაინასთან ომის დაწყების შესახებ. ამის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა განაცხადა. ინფორმაციას rg.ru ავრცელებს. 

მან განაცხადა, რომ კრემლის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ რუსეთის არავისზე თავდასხმას არ აპირებს.

ზაიცევმა უკრაინის გარშემო კონფლიქტის გამწვავების მცდელობაში დასავლეთის ქვეყნები დაადანაშაულა.

„კიევის რეჟიმის კურატორები, რომლებიც ოკეანეს მიღმა იმყოფებიან,  თავისივე გამოგონილ სცენარზე საუბრობენ, თითქოს რუსეთისგან უკრაინისთვის საფრთხე მიმდინარეობს და სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ“, - განაცხადა ზაიცევმა. 

რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი მოუწოდებს კიევს, რომ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებთან“ პირდაპირი დიალოგი დაამყაროს.

მისი თქმით, „დასავლელი კოლეგების ჩარევის გარეშე ეს კონფლიქტი უკვე დიდი ხნის წინ მოგვარებული იქნებოდა“.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარ შეკითხვაზე ვაშინგტონიდან პასუხი არ არის“.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  ჩინეთი მოუწოდებს რუსეთსა და აშშ-ს, უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაცია არ დაუშვან

🔴  გერმანიის მოსახლეობის უმეტესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია - გამოკითხვა

🔴  აშშ-ის მიერ მოწერილ წერილში ჩვენს მთავარ შეკითხვაზე პასუხი არ არის - ლავროვი

🔴  The New York Times აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი პასუხის დეტალებს ასაჯაროებს

🔴  „Nord Stream 2“-ის გაზსადენი არ გაიხსნება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

🔴  აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გადასცა