მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან - პესკოვი

კრემლის პრესსპიკერი

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად ემზადებიან, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

„რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად არ ემზადებიან. არ არის საჭირო რაიმე ნიშნების ძებნა იქ, სადაც არ არის და არ შეიძლება იყოს“, - აცხადებს პესკოვი. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან გასვლისთვის ემზადებიან.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ დამპყრობლები ვერ შეძლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა

👉 „გულთან ახლოს არ მიგვაქვს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება“ - პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

👉 რუსეთი დნიპროზე უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს - ISW

👉 რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე