უცხოეთი

„21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე

მიხეილ პოდოლიაკი
1669613589
დაკოპირებულია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგოსისტემაზე მასიური დაბომბვები ფრონტზე არსებულ ვითარებაზე არ მოქმედებს. 

 პოდოლიაკმა უკრაინის ენერგოსისტემაზე იერიშების მიტანას 21-ე საუკუნის ფაშიზმი უწოდა.

„რუსეთის თავდასხმები ენერგეტიკულ ობიექტებზე მხოლოდ ელექტროენერგიის გათიშვას არ ეხება, ეს არის შეწყვეტილი ოპერაციები, გაუქმებული დიალიზი, გამორთული ვენტილატორები...  ეს გავლენას ახდენს ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე? არა“, - აცხადებს პოდოლიაკი. 

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აგრესორი ქვეყანა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მორიგ მასობრივ დაბომბვას განახორციელებს. ზელენსკი ამბობს, რომ კრემლი არ მოისვენებს ვიდრე რაკეტები ექნებათ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს, სომხეთი აცხადებს, რომ ეს დეზინფორმაციაა

🔴 აიათოლა ალი ხამენეის დისშვილი საერთაშორისო საზოგადოებას თეირანთან ურთიერთობის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

🔴 უამინდობის გამო აშშ-ში ათასზე მეტი ფრენა გადაიდო და დაახლოებით 48 ავიარეისი გაუქმდა