მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის ჯარები

რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. 

ანალიტიკოსების თქმით, სავარაუდოდ, რუსეთის ჯარებს სურთ ფრონტის ამ სექტორის ხელში ჩაგდება, რათა დონბასის ჩრდილოეთით შეტევა გააგრძელონ. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სოფელ პავლოვკას და ქალაქ უგლედართან მდებარე ტერიტორია ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების ადგილი იყო.

„ეს ტერიტორია, სავარაუდოდ, მძიმე ბრძოლების ადგილად რჩება, რადგან რუსეთის ფედერაციას მიაჩნია, რომ იქ გარღვევა პოტენციურად შეიძლება იყოს საწყისი წერტილი მომავალი ძირითადი შეტევისთვის ჩრდილოეთით, რათა უკრაინის მიერ კონტროლირებადი დონეცკის ოლქის დანარჩენი ნაწილი ხელში ჩაიგდონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე

👉 „ბრძოლები დონბასისთვის“ - რუსებმა შეამცირეს შეტევის ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში

👉 „თეირანის სამხედრო პერსონალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება სამიზნე“ - დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია დაადასტურა

👉 რუს მობილიზებულებს სვატოვოსა და ბახმუტთან დიდი დანაკარგი აქვთ - ბრიტანული დაზვერვა

👉 „დამარცხებულთა შურისძიებაა“ - ზელენსკი ხერსონის საჰაერო დარტყმებზე