მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი დნიპროზე უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს - ISW

რუსი სამხედროები

რუსეთის არმია აანალიზებს, რომ უკრაინულ ძალებს მდინარე დნიპროს გადალახვა და აღმოსავლეთ ხერსონის ოლქში კონტრშეტევის განხორციელება შეუძლიათ, რაც საფრთხეს უქმნის მათ კრიტიკულ სახმელეთო კომუნიკაციებს ყირიმთან, - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება. 

ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის თავდაცვითი პოზიციების მიხედვით, ოკუპანტების სამხედრო ხელმძღვანელობა მდინარე დნიპროზე უკრაინელების კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ აღიქვამს, ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას კრიტიკულ სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებს.

„რუსული ჯარები ოპერაციული ან სტრატეგიული შეფერხებისთვის ემზადებიან. რუსებმა, შესაძლოა, თავდაცვის ნაცვლად, მდინარე დნიპროს აღმოსავლეთით უკრაინული ძალების შეტევის შენელება სცადონ“, - აცხადებენ ექსპერტები.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ხელმძღვანელობა სერიოზულ საფრთხედ განიხილავს უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას დნეპროზე. სატელიტმა დააფიქსირა ოკუპანტების სიმაგრეები კინბურნის შპიტზე და მის გარშემო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე

👉 „ბრძოლები დონბასისთვის“ - რუსებმა შეამცირეს შეტევის ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში

👉 „თეირანის სამხედრო პერსონალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება სამიზნე“ - დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია დაადასტურა

👉 „დამარცხებულთა შურისძიებაა“ - ზელენსკი ხერსონის საჰაერო დარტყმებზე