მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხერსონი დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება - ბრიტანული დაზვერვა

ხერსონი

მიუხედავად ხერსონის გათავისუფლებისა, ის კვლავ დაუცველია და მძიმე დაბომბვას ექვემდებარება, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის 11 ნოემბერს, სამხრეთ უკრაინაში, ქალაქი ხერსონი გაათავისუფლეს, ის რუსული ძალების მხრიდან კვლავ მძიმე დაბომბვას ექვემდებარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, მხოლოდ 24 ნოემბერს, ხერსონის ოლქში 10 ადამიანი დაიღუპა, 27 ნოემბერს კი რეგიონში 54 დაბომბვა დაფიქსირდა.

„ქალაქი დაუცველია, რუსები კვლავ ბომბავენ ტერიტორიას, ახლა ისინი ისვრიან მდინარე დნეპროს აღმოსავლეთ სანაპიროდან“, - აცხადებენ დაზვერვაში.

ბრიტანეთის დაზვერვამ, ასევე, განაცხადა, რომ რუსული ძალები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გულთან ახლოს არ მიგვაქვს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება“ - პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

👉 რუსეთი დნიპროზე უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს - ISW

👉 რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე

👉 რუსეთი ბელარუსიდან უკრაინაში ცალკეული ქვედანაყოფების გადასროლას გეგმავს - უკრაინის გენშტაბი