მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გულთან ახლოს არ მიგვაქვს ის, რაც ევროპარლამენტში ხდება“ - პესკოვი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

კრემლის პრესსპიკერი

ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობს, იურიდიულად სავალდებულო არ არის, მოსკოვს ასეთი გადაწყვეტილებები გულთან ახლოს არ მიაქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ევროპარლამენტი არის ისეთი ორგანიზაცია, რომელიც თავის მუშაობას ემოციებზე, ემოციურ მიდგომაზე აფუძნებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საიდუმლო არ არის, რომ ბოლო წლებში ევროპარლამენტს ჩვენს მიმართ ნაკლები სიყვარული აქვს, ამის სანაცვლოდ, ჩვენ ნაკლები სურვილი გვაქვს, გავითვალისწინოთ ის, რაც იქ ხდება და გულთან ახლოს მივიტანოთ“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

პესკოვის განცხადებით, რუსეთის მიმართ უხეში რუსოფობია და სიძულვილი ტრიალებს. ამას არავითარი იურიდიულად სავალდებულო ხასიათი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიარა. დოკუმენტს მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 58-მა ადამიანმა მისცა ხმა. კიდევ 44-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი დნიპროზე უკრაინის კონტრშეტევის პერსპექტივას სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს - ISW

👉 რუსები დონეცკში, სოფელ პავლოვკასთან ახლოს ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ - ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

👉 „21-ე საუკუნის ფაშიზმი“ - პოდოლიაკი უკრაინის ენერგოსისტემის დაბომბვაზე

👉 „ბრძოლები დონბასისთვის“ - რუსებმა შეამცირეს შეტევის ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში

👉 „თეირანის სამხედრო პერსონალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე იქნება სამიზნე“ - დანილოვმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი ინსტრუქტორების ლიკვიდაცია დაადასტურა