მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროს

რუსეთში ფარული მობილიზაცია უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა. 

„ვადასტურებ, რომ რუსეთი ახორციელებს ფარულ მობილიზაციას. ეს ორი გზით ხდება: პირველი - ეს არის ფაქტობრივი ქმედებები, რასაც სწორედ ფარული მობილიზაცია ჰქვია და მეორე - რეზერვისტების გამოყენება“, - განაცხადა  დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მან დასძინა, რომ მტრის რეზერვისტები მოკლევადიანი კონტრაქტებით ჩართულნი არიან საბრძოლო ოპერაციებში. 

მისი თქმით, უკრაინელებმა უკვე დაატყვევეს რამდენიმე ოკუპანტი, რომლებიც იქ სწორედ ასეთი ფორმით ჩაიყვანეს. რუსეთი ვერ ბედავს ღია მობილიზაციის განხორციელებას. 

დაზვერვის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ  კრემლს სურს, გაწვევა მოხდეს არა წელიწადში 2-ჯერ, არამედ ნებისმიერ დროს. ასევე, მათ სურთ გაზარდონ პასუხისმგებლობა სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️🎥 უკრაინის ეროვნული გვარდიის არტილერისტებმა საცხოვრებელი კორპუსის უკან დამალული დამპყრობლები გაანადგურეს

✔️ოკუპანტებმა სუმის ოლქს მძიმე არტილერიიდან შეუტიეს - არის გარდაცვლილი

✔️🎥 ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს

✔️კიევი კვლავ რუსეთის მთავარი სამიზნეა, თავდასხმა ნებისმიერ წამს შეიძლება განხორციელდეს - კლიჩკო

✔️დამპყრობლები დონეცკის მიმართულებით შეტევას ცდილობენ - უკრაინის გენერალური შტაბი