მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ აზოვსტალის დაკავების მცდელობებს, 13 მაისს დილით ოკუპანტები ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა. 

მარიუპოლის მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აზოვსტალში ოკუპანტები, ცდილობენ ქარხნის შუაგულში შეღწევას. მან შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ დადიან რუსი ჯარისკაცები ქარხანაში.

„აზოვსტალის“ ქარხანაში სიტუაცია დღითი დღე რთულდება“, - აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი. 

გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთი აგრძელებდა საარტილერიო და საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე, მაშინ როცა მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებული იყო უკრაინული ჯარების ბლოკირებაზე „აზოვსტალის“ ქარხნის მიდამოში.

„რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ამ ნაწილში ჰყავთ ძალები კონცენტრირებული, მას შემდეგ რაც დანაყოფები კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან გამოიყვანეს“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

✔️უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი

✔️რუსული ჯარები ცდილობენ შეაღწიონ სლავიანსკში და კრამატორსკში - ბრიტანული დაზვერვა

✔️🎥 უკრაინის ეროვნული გვარდიის არტილერისტებმა საცხოვრებელი კორპუსის უკან დამალული დამპყრობლები გაანადგურეს

✔️ოკუპანტებმა სუმის ოლქს მძიმე არტილერიიდან შეუტიეს - არის გარდაცვლილი