მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა რომ დამარცხებულიყო, თქვენთან მობილიზაციისგან გაქცეული რუსები კი არა, საოკუპაციო ჯარი შემოვიდოდა“ - გონჩარენკო

უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო

„ჩვენ მხოლოდ უკრაინისთვის არ ვიბრძვით. უკრაინა რომ დამარცხებულიყო, თქვენთან მობილიზაციას გამოქცეული რუსები კი არა საოკუპაციო ჯარი შემოვიდოდა“, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინას საქართველოსთვის არ უთხოვია, რომ მობილიზაციისგან გაქცეული რუსები მიეღო. 

„პირველ რიგში, უკრაინას საქართველოსთვის თხოვნით არ მიუმართავს, რომ რუსეთის მოქალაქეები მიეღოთ, ამიტომ ჯობია, საქართველოს მთავრობამ უკრაინა ფარად არ აიფაროს. თუ სურთ, რომ უკრაინას მხარი დაუჭირონ, მაშინ მათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღონ. გარდა ამისა, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა იარაღით გვეხმარება. მესმის, რომ საქართველოს ბევრი იარაღი არ აქვს, მაგრამ რაღაც რაოდენობით აქვს. პატარა ქვეყნებიც კი გვეხმარებიან და საქართველოსაც შეეძლო, რომ ეს სიმბოლურად გაეკეთებინა“, - განაცხადა გონჩარენკომ „ტვ პირველის“ ეთერში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთი დსთ-ში ახალი კონფლიქტების გაღვივების სცენარებზე მუშაობს“ - პუტინი

✔️ ბულგარეთმა უკრაინას მძიმე შეიარაღების მიწოდებაზე უარი უთხრა

✔️ სააკაშვილი ლუკაშენკოს: თუ აფხაზეთს აღიარებ, ეს დასასრული იქნება

✔️ „უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში საწვავის გაიაფებას 10-20 თეთრის ფარგლებში ვვარაუდობთ“ - ფხაკაძე

✔️ დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსების შეტევა 11 მიმართულებით მოიგერიეს