მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინასთან ომში არ ვართ, რადგან არ შეგვიძლია რიგითი უკრაინელების სიძულვილი - ნიკოლაი პატრუშევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებით, მოსკოვი კიევთან ომში არ არის.

პატრუშევის აზრით, მიმდინარე შეტაკება დასავლეთის მცდელობაა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს უკრაინელების ხელით. 

„ის რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის დაპირისპირება მოსკოვსა და კიევს შორის. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან ნატოს, შტატების და ინგლისის მხრიდან. პირდაპირი კონტაქტის შიშით, ნატოს ინსტრუქტორები უკრაინელ ბიჭებს სიკვდილისთვის სწირავენ“, - აცხადებს პატრუშევი. 

პატრუშევმა დასძინა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დახმარებით რუსეთი „ათავისუფლებს“ თავის რეგიონებს ოკუპაციისგან.

„ჩვენ არ ვართ ომში უკრაინასთან, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია რიგითი უკრაინელების სიძულვილი“, - აცხადებს პატრუშევი. 

უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინული ტრადიციები ახლოსაა რუს ხალხთან, ისევე როგორც რუსი ხალხის მემკვიდრეობა განუყოფელია უკრაინელების კულტურისგან. 

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ყირიმში უკრაინული ენა შენარჩუნებულია, როგორც ერთ-ერთი სახელმწიფო ენა. უკრაინული კულტურული ცენტრები, უკრაინული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები აგრძელებენ ფუნქციონირებას ბევრ ქალაქში“, - აღნიშნა პატრუშევმა. 

ამასთან, პატრუშევი მიიჩნევს, რომ „რაც მალე გაიგებენ უკრაინის მოქალაქეები, რომ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მათი ხელით იბრძვის, მით მეტი სიცოცხლე გადარჩება“

„ბევრს ეს უკვე დიდი ხანია ესმის, მაგრამ რეპრესიების შიშით ამის თქმის ეშინიათ. ამავდროულად, ამერიკელები, ბრიტანელები და ევროპელები ხშირად ქმნიან ილუზიას, რომ ისინი იცავენ ცივილიზაციას ბარბაროსობისგან“, - ამბობს პატრუშევი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 პესკოვის განცხადებით, მობილიზაციის გამოცხადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ არის საჭირო ყურადღება მიექცეს

👉 ღვთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - რომის პაპი უკრაინის კონფლიქტზე

👉 ნატო-რუსეთის ურთიერთობებში პრობლემები უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც იქნება - სტოლტენბერგი

👉 პუტინის ენერგეტიკული გამბიტი იშლება, გაზის საწყობები კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა - Bloomberg

👉 აშშ-ში ცივი ომის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საშიში ჯაშუში ანა მონტესი გაათავისუფლეს - BBC

👉 „ჩემი ძველი მეგობარი ზელენსკი როლში ზედმეტად შეიჭრა“ - კირკოროვი დასანქცირებაზე

👉 ვოლოდინი აცხადებს, რომ უცხოური კომპანიების თითქმის 70%-ზე მეტი რუსეთში დარჩა

👉 ტაივანის საჰაერო თავდაცვის ზონაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 28 ჩინური თვითმფრინავი შეიჭრა - Reuters

👉  უამინდობის გამო, თბილისის მასშტაბით, 160 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა