მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გამოკითხვა - ენდობით თუ არა დავით არახამიას?

დავით არახამია - გამოკითხვა

დავით არახამია - ქართული წარმოშობის უკრაინელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. 2019 წლიდან არის უკრაინის უმაღლესი რადას წევრი და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი. ცნობილია, ასევე, ფსევდონიმით David Braun (დევიდ ბრაუნი).

დავით არახამია დაიბადა 1979 წელს ქალაქ სოჭში. შემდეგ ცხოვრობდა აფხაზეთში, ქალაქ გაგრაში. აფხაზეთის ომის პერიოდში, 1992 წელს ოჯახთან ერთად უკრაინაში, ქალაქ მიკოლაევში გადასახლდა.  2019 წელს აირჩიეს უკრაინის უმაღლესი რადას წევრად და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარედ. 2022 წელს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის პერიოდში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დაჯილდოებულია უკრაინის სახელმწიფო „ღირსების ორდენით“ (III ხარისხი, 2014).

დავით არახამიას გამონათქვამები რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში ხშირად საქართველოსთან მიმართებით კრიტიკულია. მისი ბოლო, 27 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, „საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება“.

მანამდე არახამიამ განაცხადა, რომ „რუსული კომპანიები სანქციების გვერდის ავლით ქართულ სუბიექტებს იყენებენ“.

აგრეთვე, მისი განცხადებით, „მუდმივად არის კონტაქტი, რომ პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის ბიზნეს-აქტივებს“.

გჯერათ დავით არახამიას განცხადებების?