მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვეღარ მივდივართ ქალები კოსმეტოლოგებთან, ქვეყანა გასაჭირშია და მაპატიეთ, რომ პროტესტის დროს ნაკლებად ლამაზად გამოვიყურები“ - თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ექსრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. 

მისი თქმით, საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს. 

„ჩვენ ეს ადამიანი უნდა გამოვიხსნათ, პროტესტი უნდა გავაგრძელოთ. ძალიან საშიში პროცესი მიმდინარეობს, სახელმწიფო მიტაცებულია. იცით რა ბატონებო და ქალბატონებო? ვეღარ მივდივართ ქალები კოსმეტოლოგებთან იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გასაჭირშია და მაპატიეთ, რომ ამბოხის და პროტესტის დროს ნაკლებად ლამაზად გამოვიყურები. ჩვენ ყველამ თავები გადავდეთ, ოჯახები გადავდეთ იმიტომ, რომ ჩვენს ლამაზ ქვეყანას შემოესივნენ ბანდიტები და კორუფციონერები“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი