მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დროა, მხარეებმა იფიქრონ ულტიმატუმებიდან და დებატებიდან შესაბამისი ქმედებებისკენ გადასვლაზე“ - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი 2020

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დებატები უნდა დაასრულონ და შესაბამისი ქმედებების განხორციელებაზე გადავიდნენ. 

„როდესაც ვსაუბრობთ ამჟამინდელ სიტუაციაზე, გათვალისწინებული უნდა იქნეს რეკომენდაციები და იმპლემენტაციები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ის, რაც ვნახეთ გასული 24 საათის განმავლობაში, იმის შეხსენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება, რაც ევროკავშირსაც აღელვებს. დროა, მხარეებმა იფიქრონ ულტიმატუმებიდან და დებატებიდან შესაბამისი ქმედებებისკენ გადასვლაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი