მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი

საბურთალოზე მაჟორიტარობის კანიდატი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „მთავარი არხის“ ეთერში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს განცხადება წინა განცხადებასთან შედარებით უკეთესი იყო. 

როგორც, „კანონი და სამართლის“ ლიდერი აცხადებს, სააკაშვილმა დაგვანახვა, რომ  ჩამოშლილია და არ არსებობს უშიშროება.

„ზურაბიშვილის  დღევანდელი განცხადება ცხადია, უკეთესი იყო ვიდრე წინა - „არა და არასდროს!“. ვერცერთი აპარატურა ვერ შეცვლის იმ სტრესს და ვერაფრით ვერ აღმოჩნდება გლდანის კლინიკა მრავალპროფილური, თუნდაც იმ ერთი მიზეზი  გამო, რა დღეში, სტრესში, აგდებენ პატიმრები მიხეილ სააკაშვილს. ვერანაირი აღჭურვილობა ვერ იქნება საპირწონე იმ სტრესისა, წამებისა რა მდგომარეობაშიც ჰყავთ პრეზიდენტი. 

პრეზიდენტის განცხადებაში ერთი ფრაზა მომეწონა „ის არის განსაკუთრებული პატიმარი“, საერთოდაც პატიმარი რომელმაც მოახერხე  ელექტორატი დაიჭიროს ასე ხელში, რომ მთელი ქალაქის ტემპერატურა შეცვალოს, მაშასადამე ის განსაკუთრებული პოლიტიკოსი არის. 

მიხეილ სააკაშვილმა  პოლიტიკური აქტით დაგვანახვა, რომ  ჩამოშლილია და არ არსებობს უშიშროება, არ არსებობს საზღვრები. არ მესმის ასე შერყეული ხელისუფლების გაშვება რატომ გვიჭირს ქართველებს. არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

🔴 სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა