მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება“ - ალექსანდრე ცისკარიძე

„იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება“

„იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ  გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია მუდმივი ყურადღებიანი მონიტორინგი.

„კვების აღდგენის პერიოდი, ე.წ. რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებული და დაწერილია. ამ შემთხვევაში, ნუტრიციოლოგიის სპეციალისტებმა იმსჯელეს ამაზე და შეათანხმეს მკურნალ ექიმებთან. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, გუშინდელთან შედარებით გარკვეული პოზიტიური დინამიკა აღენიშნება, თუმცა რჩება გარკვეული ცვლილებები. იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება.

ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ შეგვიძლია მოდუნება და შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდები, ცხადია, არა. უნდა იყოს ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი პარამეტრების შემოწმება, ძალიან ყურადღებიანი მონიტორინგი. ამის ფონზე ჩვენ ველოდებით იმას, რომ მოხერხდება გართულებების თავიდან აცილება, ჯერჯერობით სრულად ამისგან გარანტირებული არ ვართ“, - განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.

ინფორმაციისთვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. 

მესამე პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი

⚫ საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე]

 პერიოდულად შევამოწმებთ მკურნალობის ხარისხსა და უსაფრთხოებას - ლომჯარია სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე