მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი

„მივესალმები გუშინდელ მოვლენებს“, - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი „ტვიტერში“ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს, კერძოდ, ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. 

„მივესალმებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ, ასევე ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

იმედია, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი პროგრესისთვის. ფუნდამენტურ უფლებებს, ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს კარლ ჰარცელი.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლიტმატიმარია და დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

„დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით“ - სააკაშვილი