მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია - სანდრო ცისკარიძე სააკაშვილზე

საფრთხეები ორგანოთა სისტემის მხრივ ბევრია, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპეციალისტის აზრის შეჯერება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმები შევიდნენ.

მათ ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლი უნდა შეიმუშაონ, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტის რეაბილიტაციის პროცესი უნდა წარიმართოს.

„ჩვენ გახლავართ კონსილიუმი, რომელიც პრაქტიკულად მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან მასთან ძალიან აქტიურად მუშაობდა. 

შიმშილობის შემდგომი პერიოდი ძალიან რთულია და მას სერიოზული მეთვალყურეობდა და დაკვირვება სჭირდება. 

რეფიდინგის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა და  აქტიურ ყურადღებას გულისხმობს. საფრთხეები სხვადასხვა ორგანოთა სისტემის მხრივ ძალიან ბევრია, მათ შორის სერიოზული გართულებები. ამიტომ, მნიშვნელოვანია ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრის შეჯერება“, - აცხადებს კონსილიუმის წევრი სანდრო ცისკარიძე.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

„დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით“ - სააკაშვილი