მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედი მაქვს, სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება“ - მარინა კალიურანდი

მარინა კალიურანდი

„დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს და ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა  ქართველ დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდადებული, თუ მსაჯვრდადებულია და ჯანმრთელობა უწყობს ხელს უნდა მოიხადოს სასჯელი. ასევე, დასძენს, რომ კანონი უზენაესობა უნდა იყოს ამოსავალი, დომინანტი საქართველოში, ისე როგორც ყველა ევროპულ სახელმწიფოში.

„მივესალმები სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას და ყველას, ვინც ურჩია, შეეწყვიტა პროტესტის ეს ფორმა. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჯანმრთელობა უმთავრესია და არ გვსურს, რომ ვინმე დაიტანჯოს.  მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ყველა საჭირო ჯანდაცვის მომსახურებას რეაბილიტაციის დროს.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი არის იმ შესაბამის საავადმყოფოში, რომელიც მისთვის მისაღებია, დათანხმდა გადასვლას და მისთვის დამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურება და ექიმთა პერსონალი. 

მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციის სწრაფად გავლას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შიმშილობას არ განაახლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება. დამიჯერეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროვოკაციები, არ გჭირდებათ მეტი პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, რეფორმები, სტაბილურობა.

მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდადებული. თუ მსაჯვრდადებულია და ჯანმრთელობა უწყობს ხელს მან უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ დააწესა. კანონი უზენაესობა უნდა იყოს ამოსავალი, დომინანტი საქართველოში, ისე როგორც ყველა ევროპულ სახელმწიფოში.

სააკაშვილი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, შეიძლება მისი უკრაინაში გაშვება, ბევრი ვარიანტია მაგიდაზე. მთავარი საქართველოს დემოკრატიაა და ველოდებით რომ საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა, როგორც დემოკრატია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე

 „სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყველა პარამეტრი ბოლომდე ნორმალიზებული არ არის“ - ნევროლოგი