მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ბრალდებებს“ - შოთა თუთბერიძე

სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალინდელ პროცესზე  გამოცხადდეს. 

ადვოკატის განცხადებით, ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც  ფარდა აეხდება ყველა ბრალდებას. 

„მესამე პრეზიდენტი დღეს თავს სუსტად გრძნობს. ღვიძლში ფერმენტები იყო მომატებული, იმედი გვაქვს, ექიმები დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს და უკეთესი მდგომარეობა გვექნება. ამ მდგომარეობაშიც კი მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალ  პროცესზე გამოსაცხადებლად. მადლობას უხდის ყველა ექიმს და კონსილიუმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის ჯარისკაცების  გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო, რომ აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებულული.

ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც  ფარდა აეხდება ყველამ იმ აბსურდულ და პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს ხელისუფლების პოლიტიკურ დავალებას“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ინფორმაციისთვის, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მორიგი სასამართლო პროცესი 2 დეკემბერს არის ჩანიშნული. 

ექსპრეზიდენტი პროცესზე ვრცელი სიტყვით გამოვიდა. 

ამავე თემაზე: 

🔴 „საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

🔴 „მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

🔴  „გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

🔴 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“