მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე“ - მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მხარდამჭერებს მიმართავს. 

მესამე პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 

„დღეს, მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მიმემართა ჩვენი ხალხისთვის. ყველამ იცის, რომ საქმეები ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილია და მე ციხეში არ უნდა ვიჯდე და კარგად დოკუმენტირებული ფაქტების შემდეგ საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე.

დღის ანეკდოტი კი ისაა, რომ სანამ მიტინგის დარბევის ბრალდებით მასამართლებდნენ, „ქართული ოცნება“ დიდი აზარტით არბევდა სასამართლოსთან მიტინგს და სრულიად უსამართლოდ აპატიმრებდა მონაწილეებს,
მათ შორის, ჩემს მეგობარ გიგი უგულავას, რომელსაც მხოლოდ რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მიაკვლიეს მარნეულში.

რაც არ უნდა ქნას „ოცნებამ“, დღეს უკვე პირისპირ ჩავხედე თვალებში მათ შიშს და გარდაუვალ დამარცხებას. ეჭვი არ მეპარება, ქართველი ხალხი მალე დაასრულებს ივანიშვილის რეჟიმს!

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, არც ერთი ნაბიჯი უკან!“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მან სასამართლოზე ვრცელი განცხადება გააკეთა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია