მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილმა თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სასამართლო და პროკურატურა“ - ნინო ბურჯანაძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

„დღეს სააკაშვილმა თქვა სასამართლოზეც და იმედი მაქვს და მჯერა, რომ გულწრფელი იყო. მან თავის თავზე დაინახა, რა საშინელებაა მართული სამართალდამცავი ორგანოები და პროკურატურა“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, სამართლიან სასამართლოს ამგვარი პრეტენზიები შესაძლოა, მმართველი გუნდის სახეების მიმართაც გაუჩნდეს, ამიტომ სააკაშვილის გასამართლებით ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიქმნა. 

„დიახ, ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნა მაშინაც იყო, რომ სასამართლო ყოფილიყო თავისუფალი და მართული არ ყოფილიყო პროკურატურა. 

დღეს ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმის, რომ ხვალ ბიძინა ივანიშვილის კარზეც დაიჩოქებს აქლემი და მან ძალიან ცუდი მაგალითი მისცა იმისა, მათ შორის სამართალდამცველებს, სასამართლოებსაც და საზოგადოებასაც სააკაშვილთან მოპყრობით, თმით თრევით, ფეხებით ცემით და ა.შ. 

ემანდ ბატონო ბიძინა და ბატონო კობახიძე თქვენც არ მოგადგნენ. არა მგონია, რომ სამართლიანმა სასამართლომ თქვენთან არ მოძებნოს ობიექტური პრეტენზიები“, - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. 

მან სასამართლოზე ვრცელი განცხადება გააკეთა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია