მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გირგვლიანის საქმე არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის, პიარისთვის დაარქვეს“ - სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, სანდრო გირგვლიანის სიკვდილი ტრაგედიაა.

როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მას „გაუგონარი რაღაცისთვის“ ასამართლებენ. 

„უკვე გასამართლებული ვარ ორ საქმეზე, ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას პრეზიდენტის მიერ შეწყალებას, ე.წ. გირგვლიანის საქმე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის და დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი. ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები 2008 წლის ომის შემდეგ, სამხედროების ამნისტია მოხდა, 280 სამხედროსი მათ შორის ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში ჩემს მიერ ამნისტირებული. 

ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, 2 ჯერ მოხდა შემცირება საპატიმრო ვადის, იქიდან გავიდა კიდევ 6 თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ ესენი უდოთი გამოუშვა, აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული?“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას, სხვა არაფერზე არ მქონია ასეთი რეაქცია“ - მიხეილ სააკაშვილი

👉 „საქართველოში რომ უნდა დავბრუნებულიყავი, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა, სანდრამ და დედამ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი