მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მოსახლეობას მიმართა. 

ექსპრეზიდენტმა ხალხს მოქმედებისკენ მოუწოდა. 

„ჩვენ ყველამ ჩვენს თავს უნდა ვუთხრათ, ეს ქვეყანა ჩვენია. ჩამოვედი და ჩემი სიცოცხლე ჩაგიდეთ ხელში, ყველა ადამიანს აქვს მოქმედების ვალდებულება და მე ჩამოვედი აქ იმ დროს, როცა ნახევარი მილიონი ადამიანი გარბის საქართველოდან. მინდა გითხრათ, რომ მე წავედი დინების საწინააღმდეგოდ. ზვიად გამსახურდია ამბობდა, დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიანო, მე არ მინდა, რომ მკვდარი თევზი ვიყო და არცერთი არ უნდა ვიყოთ მკვდარი თევზი, ამიტომ მოქმედებაა საჭირო. მინდა ვთხოვო ყველა ადამიანს, თავის ეზოში, საკარმიდამოში, სოფელში შექმნან მიხეილ სააკაშვილის გამოხსნის კომიტეტი პუტინის ტყვეობიდან იმისათვის, რომ დაგეხმაროთ. მე არ უნდა ვიჯდე ბადრაგებს შორის და არ უნდა ვუყურებდე ამ დახურულ სივრცეს იმიტომ, რომ თქვენ იცით რა ენერგია მაქვს და რა შესაძლებლობები მაქვს იმისათვის, რომ დაგეხმაროთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია