პოლიტიკა

„დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
1638180024
დაკოპირებულია

„დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალით ისე, როგორც ზვიად გამსახურდია“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში ფუფუნებაზე, მაღალ ანაზღაურებასა და თანამდებობაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა. 

„ყველაფერი გვერდზე გავწიე, უარი ვთქვი დროებით ყოველ შემთხვევაში და ჩამოვედი საქართველოში, სადაც შეიძლებოდა, რომ გზაში მოვეკალი, ჩამოსვლისას მოვეკალი, როგორც ეს ზვიად გამსახურდიას უქნეს, ან დილეგში ჩავესვით, სადაც ჩემი ცოცხლად გამოშვების შანსი არის მინიმალური. 

ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მე არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი ყველა ზემოთ ხსენებულზე:  ფუფუნებაზე, პატივისცემაზე, თანამდებობაზე, ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში გადადოს გვერდზე და გადაეშვას მორევში, საიდანაც თავის დაძვრენის შანსი არის პრაქტიკულად ძალიან დაბალი“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ტელევიზიები პირდაპირ ეთერში აშუქებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გიული ალასანია შვილის სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა

👉 „ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები“ - შსს

👉 „მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ისტორიული აბსურდია“ - ნიკა მელია