მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის გადაყვანის შემდეგ ოპოზიცია სისხლის ღვრაზეც კი წავა, რათა იგი გაათავისუფლოს“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე Pia.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის გადაყვანა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებამდე გათვალისწინებული უნდა იქნეს. 

„მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან, ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. არის სერიოზული რისკები. 

ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და მიზანი არის ის, რომ გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების, ამისათვის ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი. ვიცით, რომ ეს პარტია ყველაფრის მკადრებელია, აქედან გამომდინარე არსებობს უსაფრთხოების რისკები. ისინი ყველაფერზე წავლენ, სისხლის ღვრის ჩათვლით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 „პრეზიდენტი ცდილობს დამოუკიდებლობა ითამაშოს“ - გია ხუხაშვილი

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

„არ მჯერა, რომ ზურაბიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა“ - ზურაბ ჯაფარიძე

 „ლომჯარიასთვის მიხეილ სააკაშვილი ნესტან-დარეჯანია, რომელიც საიდანღაც უნდა გამოიხსნას“ - ირაკლი კობახიძე

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი