მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა აღენიშნება“- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

„მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა, ეს გახლავთ პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „მთავარ არხს“ განუცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მედიკოსები არამართებულად ასმევდნენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.

„იკვეთება როგორც მინიმუმ, არაშესაბამისი მკურნალობის გარემოება. ეს ეხება დაწყებული რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების არასწორ გამოყენებას. ეს საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება, როგორც ფარმაკოლოგიური წამების სახე და არასათანადო მოპყრობა.

შესაბამისად, საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროს მოუწევს, პასუხი გასცეს სტრასბურგში, თუ რატომ იქნა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები დანიშნული საკმაოდ მაღალი დოზებით, როდესაც გაიდლაინით მას არ ესაჭიროებოდა ამ პრეპარატების დანიშვნა. ამან გამოიწვია შემდგომში ე.წ. ნეიროლეფსიური სინდრომი, რომლის მომსწრეც ჩვენ გავხდით პირველი ვიზიტისას გორის ჰოსპიტალში, ეს იყო პირველი სასამართლო პროცესიდან 2 დღით ადრე. 

მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებული აშლილობა, ეს გახლავთ პოსტტრავმული, სტრესული აშლილობა. ასევე, ნევროლოგიურად არის ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი მოვლენები.

ყველანაირი გაიდლაინების მიხედვით, ამ დიაგნოზებს სჭირდება 4-8 კვირის განმავლობაში მკურნალობა მინიმუმ, პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას 3-თვიანი მკურნალობის რეჟიმი გაიდლაინით და პროტოკოლის მიხედვით. ასევე, ვერნიკეს სინდრომს ესაჭიროება მკურნალობა 2-3 თვე“, - აცხადებს ჯიშკარიანი.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი