მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი დამოუკიდებლობის ნიშნებს ავლენს - დიტო საძაგლიშვილი

ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი

დიმიტრი საძაგლიშვილი იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ადვოკატის თქმით, მთავარი ტესტი ჯერ კიდევ წინ არის რადგან ექსპრეზიდენტის არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს.

„სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასა და უკანონო გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ირღვეოდა სახელმწიფოს მხრიდან და ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

ჩვენ ვხედავთ, რომ გარდა სახალხო დამცველის ინსტიტუტისა, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტიც ავლენს დამოუკიდებლობის ნიშნებს და ისინი ამ პროცესში, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობენ კანონის მოთხოვნით და არა ბიძინა ივანიშვილის სურვილით. მთავარი ტესტი პრინციპში წინ არის, კერძოდ, მათთან მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე“, - განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი