მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შიმშილობის მე-17 დღეს ვიტამინებზე უარის თქმა ძალიან სახიფათოა“ - ვახტანგ კალოიანი ხოშტარიაზე

ვახტანგ კალოიანი

„ევროპული საქართველოს“ წევრი და მოძრაობა „დროას“ ლიდერის ექიმი ვახტანგ კალოიანი, მედიკამენტური მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, მკურნალობის შეწყვეტა ძალიან სახიფათოა.

„შიმშილობის მე-17 დღეს ეს გადაწყვეტილება [მედიკამენტოზურ მკურნალობასა და გადასხმებზე უარის თქმა] ძალიან სახიფათოა. საუბარია თიამინზე და იმ მინიმალურ სითხეებზე, რომელსაც ის იღებდა კეტოზის ოდნავ შესამცირებლად“, - წერს ვახტანგ კალოიანი. 

ელენე ხოშტარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-17 დღეა შიმშილობს, განაცხადა, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აჩერებს. 

სააკაშვილის მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც მან ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა.

მოგვიანებით, ექიმმა რეანიმატოლოგმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების რეანიმაციაში იყო მოთავსებული.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ექსპრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ექსპერტების დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია“ - ადვოკატები

 სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში - ექიმების დასკვნა

 „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ სარეანიმაციო არ არის“ - ექსპერტთა გადაწყვეტილება

 „ჩვენ ახლა ვუპირისპირდებით ადამიანის გამძლეობას, რომელიც ფეხზე დგას, მაგრამ არის ძალიან ცუდად“ - ეკა ხერხეულიძე

 „არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პატიმარს საკუთარი თავის დაცვის უფლებას არ აძლევენ“ - თაკო ჩარკვიანი