მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტატუსის მოპოვება უალტერნატივო მიზანია, ამას ვამბობ, როგორც პრეზიდენტი და როგორც ხმა ქართველი ერისა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი

„ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა ქართველი ერისა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„საქართველომ და ქართველმა ხალხმა, კიდევ ერთხელ, ამ დღეებში და არაერთხელ, გასული წლების მანძილზე დაამტკიცა ევროპული ფასეულობებისადმი თავისი ურყევი ერთგულება. საქართველოს მოსახლეობის 80%-ის არჩევანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ეს არჩევანი საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. გასული ათწლეულის მანძილზე საქართველომ უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, გვქონდა მრავალი წარმატება, თუმცა სირთულეც ბევრი იყო თუ არის დღესაც.

2022 წელს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გეოგრაფიული კედელი, რომელიც იყო აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის საბოლოოდ  დაინგრა და ეს კითხვა, საქართველო ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის ევროპულ ოჯახს და პერსპექტივას, უკვე აღარ არსებობს ჩვენს წინაშე - ეს არის დიდი მიღწევა.

დღეს კი, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება არის ჩვენი უალტერნატივო მიზანი და ამას ვამბობ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და როგორც ხმა ქართველი ერისა. საქართველოს საზოგადოება კონსოლიდირებულია ევროკავშირში ინტეგრაციის იდეის ირგვლივ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ზეწოლა მედიაზე, ეს არ აძლიერებს დემოკრატიას - გიტანას ნაუსედა

👉 „სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე მაისში, როცა კლინიკაში შემოვიდა“ - გიორგი გრიგოლია

👉 წონა რომ მცირდება, ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკიც მატულობს - თენგიზ წულაძე სააკაშვილზე

👉 კახეთში კაცი, რომელიც 13 წლის გოგოზე სექსუალურად ძალადობდა, დააკავეს

👉 ადვოკატის განცხადებით, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით „გრინსერვის+“-ის დირექტორი თავს უდანაშაულოდ ცნობს