მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატის განცხადებით, ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით „გრინსერვის+“-ის დირექტორი თავს უდანაშაულოდ ცნობს

 „გრინ სერვის პლიუსის“ დამფუძნებელი ლაშა ფურცხვანიძე

„გრინსერვის+“-ის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ლაშა ფურცხვანიძე ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. 

ადვოკატის თქმით, თქმით, ლაშა ფურცხვანიძის მიმართ წარდგენილი ბრალი ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების შესახებ უსაფუძვლოა.

„არათუ არ აღიარებს ლაშა ფურცხვანიძე წარდგენილ ბრალდებას, მას დანაშაული არ ჩაუდენია იმ მასალების მიხედვით, რასაც მას ედება ბრალად. 

წინა პროცესზეც დაანონსდა გარკვეული შუამდგომლობები დაცვის მხრიდან, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა.

მოწმეების დაკითხვის დროს ვისარგებლებთ კანონის გათვალისწინებული შესაძლებლობით და ჯვარედინი დაკითხვის პირობებში გვექნება არაერთი კითხვა მოწმეებთან“, - აცხადებს  ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

18 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები, თანამშრომლები და მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

ასევე, დააკავეს საექსპერტო კომპანია „მშენ-ექსპერტის“ დირექტორი და თანამშრომელი. პოლიციამ დააკავა ორი შემდუღებელიც, რომლებიც ჩართულები იყვნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში.