მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე მაისში, როცა კლინიკაში შემოვიდა“ - გიორგი გრიგოლია

ექიმი

„სააკაშვილის მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე მაისში, როცა კლინიკაში შემოვიდა“, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პირობებში მიხეილ სააკაშვილის განკურნება შეუძლებელია.

„თუ ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ და დავიცვათ, უმჯობესი იქნება, რომ რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მიღებული. არ მინდა ახლა ვილაპარაკო გადავადება იქნება თუ დროებითი რაღაცა. მე მგონია, რომ საქართველოს პირობებში, ჩვენ პირობებში, სადაც ის [სააკაშვილი] თავს გრძნობს პატიმრად, სადაც არ ეხსნება ის სტრესი, რამაც გამოიწვია ეს დაავადება, ნებისმიერ კლინიკაში იქნება იგივე რეზულტატი. მკურნალობის შედეგად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის გაცილებით უფრო უარესი, ვიდრე მაისში, როცა ის შემოვიდა კლინიკაში“, - აღნიშნა გრიგოლიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 წონა რომ მცირდება, ფილტვის ინფარქტისა და უეცარი სიკვდილის რისკიც მატულობს - თენგიზ წულაძე სააკაშვილზე

👉 გააზრებასთან ერთად პრეზიდენტს ქმედებებსაც მოვთხოვ, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით - იაგო ხვიჩია

👉 თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს - სალომე ზურაბიშვილი

👉 არ შემიძლია ახლა არ გითხრათ სად დგახართ და რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს? - ზურაბიშვილი „ოცნებას“